საბანკო ასოციაცია - ბოლო დღეებში მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, ყურადღებით მოეკიდეთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას, არ გაუზიაროთ მესამე პირს
საბანკო ასოციაცია - ბოლო დღეებში მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, ყურადღებით მოეკიდეთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას, არ გაუზიაროთ მესამე პირს

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერთაღლითები.

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერთაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სთხოვენ.

„გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. შესაძლოა, ორგანიზებულ კიბერთაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საქართველოს საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.