საქართველოს საბაჟო საზღვარზე 17 559 ლარის არადეკლარირებული სუნამოების გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 17 559 ლარის არადეკლარირებული სუნამოების გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა

დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის„ გავლით სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული პროდუქცია.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების – საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.