საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია OMAN AIR იწყებს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია OMAN AIR იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ივნისიდან, ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR მასკატი – თბილისი – მასკატის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

მათივე ცნობით, ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება: მასკატი – თბილისი – მასკატი, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა. რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას“, – აცხადებენ სააგენტოში.