საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Middle East Airlines შემოდის
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Middle East Airlines შემოდის

მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს. ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი – თბილისი – ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე, კვირაში ერთი სიხშირით (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს, 30 ივლისს მიენიჭა“, – აცხადებენ სააგენტოში.