საქართველოს საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება
საქართველოს საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება.

„ვულოცავ ქართველ ხალხს მიღწევას საარჩევნო მოლაპარაკებებში. საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ აჩვენა პოლიტიკური სიმწიფე და თავიანთი ქვეყანა ერთი დიდი ნაბიჯით დაახლოეს ჭეშმარიტ დემოკრატიასთან“,- წერს კრამონი.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.