საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის

18:01, 17.03.2022

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის.

ცესკო-ს ინფორმაციით, არამალფუჭებადი პროდუქტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), ცესკო-ს სწავლების ცენტრის და საოლქო საარჩევნო კომისიების თანამშრომელთა მიერ შეგროვებული სახსრებით შეიძინა.

მსგავსი