„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს

„საქართველოს რკინიგზამ“ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

„საქართველოს რკინიგზა“ საკუთარ თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ეხმარება. კომპანიამ აცრის მსურველები დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო“, – აცხადებენ კომპანიაში.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მსურველი საკმაოდ ბევრია და მათი აცრა ეტაპობრივად მოხდება. პირველი დოზით რკინიგზელები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს.