„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დღეს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დღეს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დღეს, 24 დეკემბერს, ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი. ასევე, საგარეუბნო ელექტრომატარებელი №6448/6447 – ხაშური-ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

„25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ, ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100 პროცენტით ანაზღაურდება“,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.