„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით. ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს, ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრომატარებელი №6448/6447 – ხაშური-ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

„25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100%-ით ანაზღაურდება“,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.