„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად დავით ფერაძე დაინიშნა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად დავით ფერაძე დაინიშნა

სს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭომ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა.

„დავით ფერაძე დღემდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის თანამდებობას. იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“ – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.