საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება

12:49, 25.02.2025

უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო უქმდება საგარეუბნო მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ: 25 თებერვალი – №6418 ხაშური-ზესტაფონი; 25 თებერვალი – № 6445 ზესტაფონი – ხაშური; 26 თებერვალი – №682/681 ქუთაისი-ბათუმი; 26 თებერვალი – №684/683 ქუთაისი-ბათუმი; 26 თებერვალი – №613/614 ბათუმი-ოზურგეთი; 26 თებერვალი – № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი; 26 თებერვალი – № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

მსგავსი