„საქართველოს რკინიგზის“ ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
„საქართველოს რკინიგზის“ ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ პირველ არხს „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, გენერალური დირექტორის მოვალეობას კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტიტვინაძე ასრულებს.

ახალ გენერალურ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს.

„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრად დანიშნა.