„საქართველოს რკინიგზა“ - ზუგდიდის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს, რომლებიც დღეს შეფერხდნენ, ბილეთის თანხის 25 პროცენტი აუნაზღაურდებათ
„საქართველოს რკინიგზა“ - ზუგდიდის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს, რომლებიც დღეს შეფერხდნენ, ბილეთის თანხის 25 პროცენტი აუნაზღაურდებათ

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეს, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა.

მგზავრები ზუგდიდში ერთი საათისა 35 წუთის დაგვიანებით ჩავიდნენ.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25 პროცენტი აუნაზღაურდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი