„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთიდან 600 ათას ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებაზე ხელშეკრულებას გააფორმებს
„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთიდან 600 ათას ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებაზე ხელშეკრულებას გააფორმებს

„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთიდან 600 ათას ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებაზე ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს GR Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ განუცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობს.

ჩირაძის განცხადებით, საუბარია ქიმიურ პროდუქციაზე, რომლის გადაზიდვა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

კონფერენცია „Argus Caspian and Black Sea Transportation Corridor 2018“ დღეს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ გახსნეს. ფორუმში სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები, ნავთობპროდუქტების შემსყიდველები, გადამზიდავები და სხვადასხვა ქვეყნის ტრეიდერები ესწრებიან.