საქართველოს რკინიგზა - უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ, იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი
საქართველოს რკინიგზა - უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ, იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი

რთული მეტეოროლოგიური პირობების და, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.

„იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.