საქართველოს რკინიგზა - ტექნიკური პრობლემის გამო ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა, პრობლემა აღმოფხვრილია და მატარებლის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რკინიგზა - ტექნიკური პრობლემის გამო ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა, პრობლემა აღმოფხვრილია და მატარებლის მოძრაობა აღდგა

ტექნიკური პრობლემის გამო ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა. პრობლემა აღმოფხვრილია და მატარებლის მოძრაობა აღდგა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

როგორც საქართველოს რკინიგზა წერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„20 მაისს ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს საქართველოს რკინიგზა.