საქართველოს რკინიგზა – ტექნიკური პრობლემის გამო ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა

19:35, 13.11.2023

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემის გამო ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა.

„მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ, 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

მსგავსი