საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

12:43, 25.09.2018

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ნიქოზი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მონაკვეთზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქართველის რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

მატარებელი 20 წლის ქალს გლდანი-ნაძალადევის რაიონში,  ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაეჯახა.

მსგავსი