საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„აქვე შეგახსენებთ, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი