საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისები 29, 30 აპრილსა და 1 მაისს დაემატება. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს. ზემოთაღნიშნულ რეისებზე ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.