„საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე სამგზავრო მატარებლის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე სამგზავრო მატარებლის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე სამგზავრო მატარებლის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, უღელტეხილის მონაკვეთზე უამინდობის გამო, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სადგურ „ძირულასა“ და „მარელისში“ ძაბვა გაითიშა, რის გამოც „საქართველოს რკინიგზისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეფერხდა #802, #870, #873 და #803 სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.

აქედან #802 და #873 უკვე დაიძრა, ხოლო დანარჩენი ორი მატარებელი უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“, მიუხედავად ელექტროენერგიის შეფერხებებით მიწოდებისა, ავარიულ რეჟიმში აგრძელებს მატარებლების გადაადგილებას.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მოძრავ მატარებლებს შეფერხებები კიდევ ჰქონდეთ. არსებული ინფორმაციით, ავარია უხვმა თოვლმა გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შეფერხების გამო“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.