საქართველოს რკინიგზა – გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

11:17, 23.02.2025

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება.

„კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი; 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

მსგავსი