საქართველოს რკინიგზა გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს
საქართველოს რკინიგზა გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს

პირველი ივლისიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს.

„კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ.

დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.