საქართველოს რკინიგზა - დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება
საქართველოს რკინიგზა - დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18:20; #812 თბილისი-ბათუმი 0:35; #811 ბათუმი-თბილისი 0:45; #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25; #874 თბილისი-ფოთი 17:30“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.