საქართველოს რკინიგზა - დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა მატარებლების მოძრაობა უმოკლეს დროში განახლდეს
საქართველოს რკინიგზა - დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა მატარებლების მოძრაობა უმოკლეს დროში განახლდეს

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის. ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში.