საქართველოს რკინიგზა – ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ, უამინდობის გამო შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც
ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფა-მოლითის გადასარბენზეც იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ლიანდაგები, ჩამოიშალა ნიადაგი, რის გამოც ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები რამდენიმე საათით გაჩერდნენ.