„საქართველოს რკინიგზა“ ახალ წელთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს

12:25, 27.12.2018

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.

ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

მსგავსი