30 მაისს Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
30 მაისს Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში, Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„30 მაისს Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვი  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება. მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენის“ ბაქანზე გაჩერდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდსა და სადგურის სალაროებში“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.