„საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ვაგონების შემადგენლობას ამატებს
„საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ვაგონების შემადგენლობას ამატებს

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის (№ 808/807) მიმართულებით ვაგონების შემადგენლობას ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.