საქართველოს რკინიგზა - 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება
საქართველოს რკინიგზა - 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველას, ვინც ბოლო პერიოდში მატარებლის ბილეთები ონლაინპლატფორმებზე შეიძინა, თანხა უკან დაუბრუნდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდა მატარებლების ბილეთები ონლაინპლატფორმების მეშვეობით, შეძლებს ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.