„საქართველოს რკინიგზა“ 21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს

11:02, 19.03.2026

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887) – თბილისიდან გასვლა: 21:00, ბათუმში ჩასვლა: 02:22, ბათუმიდან გამოსვლა: 08:45, თბილისში ჩამოსვლა: 13:44;

თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871) – თბილისიდან გასვლა: 09:10, ფოთში ჩასვლა: 14:45, ფოთიდან გამოსვლა: 17:20, თბილისში ჩამოსვლა: 22:54;

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877) – თბილისიდან გასვლა: 18:30, ზუგდიდში ჩასვლა: 00:40, ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35, თბილისში ჩამოსვლა: 14:44.

რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801) – თბილისიდან გასვლა: 08:00, ბათუმში ჩასვლა: 13:12, ბათუმიდან გამოსვლა: 16:50, თბილისში ჩამოსვლა: 21:49.

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803) – თბილისიდან გასვლა: 17:10, ბათუმში ჩასვლა: 22:22, ბათუმიდან გამოსვლა: 08:00, თბილისში ჩამოსვლა: 12:59.

თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) თბილისიდან გასვლა: 17:30, ფოთში ჩასვლა: 23:00, ფოთიდან გამოსვლა: 07:10, თბილისში ჩამოსვლა: 12:39.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) – თბილისიდან გასვლა: 08:15, ზუგდიდში ჩასვლა: 14:25, ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10, თბილისში ჩამოსვლა: 23:19.

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953) –  თბილისიდან გასვლა: 08:25, ოზურგეთში ჩასვლა: 15:37, ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35, თბილისში ჩამოსვლა: 14:44.

თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617) – თბილისიდან გასვლა: 06:35, ბორჯომში ჩასვლა: 10:48, ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30, თბილისში ჩამოსვლა: 20:50.

თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685) – თბილისიდან გასვლა: 18:45, ბორჯომში ჩასვლა: 22:58, ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50, თბილისში ჩამოსვლა: 10:10.

თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414) –  თბილისიდან გასვლა: 07:10, გარდაბანში ჩასვლა: 08:16, გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30, თბილისში ჩამოსვლა: 09:39.

თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416) – თბილისიდან გასვლა: 19:00, გარდაბანში ჩასვლა: 20:06, გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20, თბილისში ჩამოსვლა: 21:29.

„ბილეთების აღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს, 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

მსგავსი