საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურად დაიწყება
საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურად დაიწყება

საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურად დაიწყება.

სწავლა დისტანციურად იწყება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქალაქებსა და დასახლებებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.