საქართველოს რადიო EBU-ს წევრ რადიო მაუწყებლებთან ერთად გაერო-ს ადამიანის უფლებების დღეს აღნიშნავს
საქართველოს რადიო EBU-ს წევრ რადიო მაუწყებლებთან ერთად გაერო-ს ადამიანის უფლებების დღეს აღნიშნავს

საქართველოს რადიო უერთდება BBC Radio 3-ის ინიციატივას და EBU-ს წევრ რადიო მაუწყებლებთან ერთად გაერო-ს ადამიანის უფლებების დღეს აღნიშნავს.

10 დეკემბერს, 15:00 საათზე ტალღაზე 102,3 გადაცემა „კლასიკა ყველასთვის“ გერმანელი წარმოშობის ბრიტანელი კომპოზიტორის მაქს რიხტერის „ხმებს“ რადიო ეთერში გაუშვებს.

მაქს რიხტერის „ხმები“ არის მუსიკალური გზავნილი დღევანდელი მსოფლიოსთვის იმედის შესანარჩუნებლად: „არასოდეს ყოფილა მუსიკა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ახლა, ამ რთულ და უცნაურ პერიოდში. მნიშვნელოვანია ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის აქტუალურობის შენარჩუნება“ – მაქს რიხტერი.

BBC Radio 3-ის ინიციატივას ევროპის 37 რადიომაუწყებელი შეუერთდა, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებების დღის აღნიშვნას უკავშირდება.

ფოტო: მაიკ ტერი