საქართველოს ქალთა ნაკრებმა თურქეთთან ერთა ლიგის მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ახალი ტურნირის პირველ მატჩს საქართველო 22 სექტემბერს საკუთარ მოედანზე თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 26 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს სტუმრად დაუპირისპირდება.
გუნდი მატჩებისთვის თბილისში ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მოახლოებული თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თეონა სუხაშვილი, ეკა თაბაგარი (ორივე – „ლანჩხუთი“), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი“, ხობი).
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა – „ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), სალომე გასვიანი („კვარტალი“, თბილისი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ნინო ბუხრიკიძე (ყველა – „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ორივე – „კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია, ანა წულაია (ორივე – „ლანჩხუთი“), თეონა თოდაძე („კოლხეთი“, ხობი), ხატია ჭყონია („ბათუმი“).
მატჩების განრიგი:
22 სექტემბერი
საქართველო – თურქეთი
26 სექტემბერი
ლუქსემბურგი – საქართველო