საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ბელარუსთან თამაში მაიმედებს, რომ ბევრ რამეს გამოვასწორებთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ბელარუსთან თამაში მაიმედებს, რომ ბევრ რამეს გამოვასწორებთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩზე, რომელშიც ჩვენ გუნდი კვიპროსში ბელარუსთან 0:3 დამარცხდა.

„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. დისციპლინირებული დაცვით ვმოქმედებდით და დასაწყისში კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ძლიერი გუნდის და მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომლებიც ამ ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ.

ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო მატჩებში მოვიპოვოთ. ბევრი გვაქვს სამუშაო. ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ამ შეხვედრაში ყველაფერი ჩადეს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობდით.

რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ დეტალებით, რაც თამაშის მიმდინარეობისას დავინახე და ეს იმედს მაძლევს, რომ მომდევნო მატჩებში ბევრ რამეს გამოვასწორებთ“, – ამბობს ირის ანტმანი.