საქართველოს ქალთა ნაკრებმა ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ შვედეთთან ბოლომდე იბრძოლა  #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ შვედეთთან ბოლომდე იბრძოლა  #1TVSPORT

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შვედეთს შეხვდა და გეტებორგის „გამლა ულევზე“ ტოკიო 2020-ის ვიცე-ჩემპიონთან 0:4 დამარცხდა.

ფავორიტები მასპინძლები იყვნენ – შვედეთი ბევრად გამოცდილი და ტიტულოვანი გუნდია, საქართელოში კი ქალთა ფეხბურთი რეალურად ბოლო წლებში ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ შვედებმა ანგარიში მხოლოდ მე-40 წუთზე, ფილიპა ანგელდალის გოლით გახსნეს. შესვენებამდე მასპინძლებიდან კიდევ ერთი გოლის გატანა მაგდალენა ერიქსონმა მოახერხა და შესვენებაზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

თამაშის სცენარი მატჩის განახლების შემდეგაც არ შეცვლილა. შვედები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა სტუმრების წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო. 84-ე წუთზე კაროლინა სეგერმა პენალტი გამოიყენა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი, დუბლი შეასრულა.

დღესვე საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ფინეთმა სლოვაკეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულით ჯგუფს შვედეთი ლიდერობს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ნაკრებია.


შვედეთი 4:0 საქართველო


გოლები: 1:0 ანგელდალი (40), 2:0 ერიკსონი (45+4), 3:0 სეგერი (84. პენ.), 4:0 სეგერი (90+3)

21.08.2021. გეტებორგი. სტადიონი „გამლა ულევი“

შვედეთი: ლინდალი, ფიშერი, ბიორნი, ერიკსონი, სკუგი (72. იაკობსონი), ანგელდალი (72. ბენისონი), სეგერი, როლფო (87. ბლომქვისტი), ანვეგორდი (60. ბლეკსტენიუსი), ასლანი (60. იანოგი), ჰურტიგი

მთავარი მწვრთნელი: პეტერ გერჰარდსონი

საქართველო: გაბუნია, ჭიჭინაძე (67′ დანელია), მატვეევა (90+4′ გორგაძე), ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, სუთიძე, ტატუაშვილი, ბაქრაძე (84′ სულაშვილი), ხაბურძანია (84′ ბებია), კალანდაძე, ჭყონია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი