საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი - საბერძნეთთან წაგებით არაფერი დასრულებულა, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ჰერაკლიონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე, რომელშიც „ჯვაროსნები“ საბერძნეთთან 0:3 დამარცხდნენ.
„ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ. საბერძნეთის ნაკრები მაღალ ტემპში და აგრესიულად თამაშობდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ვფიქრობ, შესვენების შემდეგ შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და გოლის გატანის შესაძლებლობებიც გვქონდა.
სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ, გოლები კი ჩვენი უხეში შეცდომების შედეგად გავუშვით. ფეხბურთი ასეთებს არ გპატიობს. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამ წაგებით არაფერი დასრულებულა. შემდეგი მატჩი ფარერს კუნძეულებზე გვაქვს.
ივნისში, როდესაც ფეხბურთელები უკეთეს სათამაშო ფორმაში იქნებიან, საბერძნეთსა და ფარერებს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს და ჩემი გუნდით ვამაყობ. დღევანდელ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ“, – ამბობს ირის ანტმანი.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 18 აპრილს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.