საქართველოს ქალთა ნაკრები ანდორაშია - გუნდს მთავარი მეგოლე დააკლდება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები ანდორაშია - გუნდს მთავარი მეგოლე დააკლდება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ანდორაშია, სადაც ერთა ლიგის მორიგ მატჩს ანდორას წინააღმდეგ გამართავს.

ირის ანტმანის გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის თბილისში შეიკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ემზადებოდა, ანდორაში კი ჩვენმა ნაკრებმა „ლა ველაში“ ივარჯიშა.

ჩვენი გუნდის განაცხადში 24 ფეხბურთელია. ყვითელი ბარათების გამო ანდორასთან მატჩს „ჯვაროსნების“ საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.

ანდორიდან გუნდი საქართველოში დაბრუნდება და დასკვნით შეხვედრას 3 ივნისს კვიპროსის ნაკრებთან თბილისში გამართავს.

მატჩების განრიგი

30 მაისი, 21:00

ანდორა – საქართველო

3 ივნისი, 21:00

საქართველო – კვიპროსი