„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციამ“ პირველი კონფერენცია გამართა
„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციამ“ პირველი კონფერენცია გამართა

„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციამ“ პირველი კონფერენცია გამართა, სადაც ქართული სამართლის განვითარების უახლეს ისტორიაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

„საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასაოციაციის“ თავმჯდომარის, მირანდა ერემაძის განცხადებით, ასოციაციის გეგმები წაადგება მართლმსაჯულების განვითარებას, ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას სასამართლო სისტემის მიმართ.

მისივე თქმით, მართლმსაჯულებაში უნდა ისმოდეს მეტი ქალის ხმა.

„მთავარი თემა არის დღევანდელი კონფერენციის არის ქართული სასამართლოს განვითარების ისტორია ,გამოწვევები და პერსპექტივები და ასევე ჩვენ მუდმივად ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან იმ აქტუალურ თემებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არის სასამართლო სისტემაში. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მართლმსაჯულების შიდა საკითხებით. აქტიურად ვიქნებით ჩართული დაინტერესებულ სუბიექტებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება ოჯახში ძალადობა, თანასწორობის საკითხები, მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ა.შ.“, – განაცხადა მირანდა ერემაძემ.

დღევანდელ კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც იყვნენ.

საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ქალი მოსამართლეების წვლილი არის შეუფასებელი სასამართლო სისტემაში.

„ჩვენი კოლეგა ქალბატონების დამსახურებაა სასამართლო სისტემის ძალიან დიდი მიღწევები. გენდერული ბალანსის კუთხით პრობლემები ნამდვილად არ არის, თუმცა მივესალმები იმას, რომ ქალ მოსამართლეთა ასოციაცია შეიქმნა და ისინი იზრუნებენ და ისაუბრებენ იმ პრობლემებსა და საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც შესაძლოა, ქალ მოსამართლეებს ჰქონდეთ სასამართლო სისტემაში. მათი წვლილი არის შეუფასებელი დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო სისტემის განვითარებისთვის“, – განაცხადა მიქაუტაძემ.