საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პლეიოფის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პლეიოფის საგზური მოიპოვა #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეხუთე ტურის პარტიები გაიმართება.

ქართველი მოჭადრაკეები 4 ტურის შემდეგ 6 ქულით B ჯგუფის ლიდერები არიან. საქართველოს ნაკრების წევრებმა უკრაინის გუნდის დამარცხების შემდეგ გერმანიის ნაკრების წარმომადგენლებს 3,5:0,5 მოუგეს, ყაზახეთისა და პოლონეთის გუნდებთან კი ყაიმი დააფიქსირეს. ჩვენს ჯგუფში 5-5 ქულა უკრაინისა და ყაზახეთის გუნდების ანგარიშზეა.

დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ქართველი მოჭადრაკეები ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრების წევრებს დაუპირისპირდებიან, გუნდს რომლის ღირსებას მხოლოდ სამხრეთ ამერიკელი მოჭადრაკეები იცავენ.

4 ტურის შემდეგ A ჯგუფს 8 ქულით რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი ლიდერობს, სომხეთისა და ინდოეთის გუნდებს 5-5 ქულა აქვთ.

ტურნირი წელს პირველად განსხვავებული ფორმატით ტარდება. 12 მონაწილე გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და წრიული სისტემით 5 ტურად ასპარეზობს. თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნაკრები ნოკაუტ-სისტემით უკვე პლეიოფში იასპარეზებს.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 1/4-ფინალური მატჩები 30 სექტემბერს გაიმართება, 1 ოქტომბერს 1/2-ფინალებია, ხოლო 2 ოქტომბერს უკვე ფინალური პაექრობა ჩატარდება.

4 ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

ნანა ძაგნიძე (2455) – 2 ქულა.

ნინო ბაციაშვილი (2371)- 3 ქულა.

მერი არაბიძე (2434) – 1,5 ქულა.

ლელა ჯავახიშვილი (2364) – 3 ქულა.

სალომე მელია (2271)- 1 ქულა.