საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა
ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ დააფიქსირა.
ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე, არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე გახდა.
მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე, ასევე საუკეთესო იყო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მერი არაბიძე.
ლელა ჯავახიშვილს მესამე ინდივიდუალურ დაფაზე დაფიქსირებული შედეგის სანაცვლოდ ბრინჯაოს მედალი გადაეცა. ინდივიდუალურ მეორე დაფაზე, მესამე საპრიზო ადგილზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი ივან ჩეპარინოვი გავიდა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.