საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, გუნდი ერთა ლიგისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, გუნდი ერთა ლიგისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 22 სექტემბერს, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ღია ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა, თამარ ტატუაშვილმა მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„სომხეთთან ორი გამარჯვების შემდეგ გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ვიცით, რომ თურქეთი რთული მეტოქეა, მაგრამ კარგად გვყავს შესწავლილი. ადვილი არ იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ“, – ამბობს თამარ ტატუაშვილი.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი, ეკა თაბაგარი (ორივე – „ლანჩხუთი“), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი“, ხობი).

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა – „ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), სალომე გასვიანი („კვარტალი“, თბილისი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ნინო ბუხრიკიძე (ყველა – „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ორივე – „კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია, ანა წულაია (ორივე – „ლანჩხუთი“), თეონა თოდაძე („კოლხეთი“, ხობი), ხატია ჭყონია („ბათუმი“).

მატჩების განრიგი:

22 სექტემბერი

საქართველო – თურქეთი

26 სექტემბერი

ლუქსემბურგი – საქართველო

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია Livestream.com-ის არხზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.