საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 25 მაისს, მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.მ.-მ, შურისძიების მიზნით, რ.გ.-ს გულმკერდისა და ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად რ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პროკურატურის ცნობით, ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დატოვე კომენტარი