საქართველოს პრეზიდენტმა სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება.

„გასულ პარასკევს, 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს სექსუალური შევიწროვების შესახებ. ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, სამოქალაქო, საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის ინიციატივას, რითაც დარეგულირდა დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ხატია მოისწაფიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 3 მაისს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება, როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.