საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

14:21, 30.06.2025

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია პირველი ივლისიდან მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

მსგავსი