საქართველოს პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მტკიცე მხარდაჭერის მისიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სხდომას დაესწრო და სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს შეაქვს საქართველოს ავღანეთში ნატო-ს ოპერაციაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველი დღიდანვე საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ ოპერაციაში და აქვს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა პარტნიორის მხრიდან იმ კონტრიბუციასთან მიმართებით, რაც დღემდე გაკეთებულა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მნშვნელოვანია, რომ საქართველო, პარტნიორებთან ერთად, კვლავაც აგრძელებს ნატო-ს ამ ოპერაციაში მონაწილეობას.