საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია 
საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია 

საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაკოს სამთავროს პრინცთან შეხვედრისას განიხილა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განიხილეს მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი, რომლის ინიციატივითაც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.