საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი შესრულდა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.