საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო

12:43, 09.04.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.

მსგავსი