საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ლიდერ და წარმატებულ ქალებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც მედიის, გასართობი ინდუსტრიის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალური და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა საქართველოში სხვადასხვა სექტორის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საჭირო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონულ განვითარებაზე, ტურიზმსა და სამედიცინო-სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის უკეთ გაცნობისა და შესაბამის ქართველ პარტნიორებთან დაკავშირების მიზნით საქართველოში მოიწვია. სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.